logo
ENG



"კონგრესის მუშაობა არ დასრულებულა" - ბაიდენმა $1.2-ტრილიონიანი ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა

23 მარ 202422:55
3 წუთის საკითხავი
clock 271
2024/03/23/38t5eppo1q63yqm.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტს და წარმომადგენელთა პალატას შეახსენა, რომ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების კანონი მიიღონ.

მანამდე აშშ-ს სენატმა საბიუჯეტო დაფინანსების კანონი მიიღო, რითაც ქვეყნის მთავრობა სექტემბრამდე დაფინანსდება.

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო - კონგრესის მუშაობა არ დასრულებულა. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული კანონი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დამატებით დაფინანსებაზე...", - თქვა ბაიდენმა.

მისივე თქმით, კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა აგრძელებს მთავრობის მუშაობას, რესურს დებს ამერიკელ ხალხში, აძლიერებს ეკონომიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

"ეს შეთანხმება არის კომპრომისი, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა", - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

კანონპროექტი ეხება მთავრობის კრიტიკული ოპერაციების, მათ შორის თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, შრომის, ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების, განათლების, სახელმწიფო და საკანონმდებლო ორგანოების დეპარტამენტების დაფინანსებას. 

 


close დახურვა